„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბმა მათ მთავარ კონკურენტზე, „ლივერპულზე“ ისაუბრა.
ინგლისის ჩემპიონატის უახლოეს, მე-19 ტურში მანჩესტერელები სწორედ მერსისაიდულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „იუნაიტედია“ და მეორეადგილოსან „ლივერპულთან“ მხოლოდ საქმულიანი უპირატესობა აქვს.
„ჩვენ შესამჩნევად ვპროგრესირებთ და ვვითარდებით, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ „ლივერპულის“ დონეზე ვთამაშობთ, – ციტირებს პოგბას სიტყვებს Sky Sports. – როცა, ჩვენც მოვიგებთ პრემიერლიგას, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ „ლივერპულის“ სიმაღლეზე ვიმყოფებით.
იმისთვის, რომ საუკეთესო იყო, საუკეთესო უნდა დაამარცხო. ჩვენ გვსურს, ინგლისის ჩემპიონი დავამარცხოთ“.