იტალიური პრესის ცნობით, პოგბას იანვარში ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. ფეხბურთელი ზაფხულამდეც ფიქრობდა დაბრუნებას, თუმცა ახლა ეს ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს და ამას კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსში“ გადასვლამაც შეუწყო ხელი.
ფრანგის ერთ-ერთი გადასვლის მიზეზი ისიცაა, რომ „მანჩესტერში“ ჟოზე მაურინიოსთან ვერ დაალაგა ურთიერთობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისში პოგბამ ისე ვერ გაიბრწყინა, როგორც მისგან ელოდნენ და ისევ სერია A-ში ურჩევნია თამაში.