პოჩეტინომ მესის მდგომარეობაზე ილაპარაკა #1TVSPORT
პოჩეტინომ მესის მდგომარეობაზე ილაპარაკა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თავისი გუნდის ფორვარდის ლიონელ მესის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი.

არგენტინელმა ფეხბურთელმა მარცხენა მუხლის ტრავმა 19 სექტემბერს, „ლიონთან“ მატჩის დროს მიიღო. მაშინ ის 76-ე წუთზე შეცვალეს. ოთხშაბათს, მესიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც დაადასტურა ძვლის დაზიანება. ფორვარდმა უკვე გამოტოვა მეშვიდე ტურის მატჩი „მეცის“ წინააღმდეგ და ასევე არ არის განაცხადში „მონპელიესთან“ მერვე ტურის შეხვედრაში.

„ლეომ დაიწყო პარასკევს რბენითი ვარჯიშები. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ამიტომაც მის მდგომარეობას კვირას კიდევ ერთხელ შევამოწმებთ.

შეძლებს თუ არა ის „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ თამაშს? ჩვენ ამას ვიმედოვნებთ, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ვნახოთ, როგორ წავა აღდგენითი პროცესი უახლოეს დღეებში“, – მოჰყავს პოჩეტინოს სიტყვები პარიზული კლუბის პრესსამსახურს.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ 28 სექტემბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი