პოჩეტინომ „იუვენტუსის“ გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა
პოჩეტინომ „იუვენტუსის“ გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გამოთქვა მზადყოფნა, სათავეში ჩაუდგეს „იუვენტუსს“, – ამის შესახებ ბრიტანულმა „დეილი მეილმა“ და იტალიურმა „ლა სტამპამ“ დაწერეს.

წყაროს ცნობით, იტალიის ჩემპიონმა უკვე გამართა მოლაპარაკებები პოჩეტინოს წარმომადგენლებთან, თავად 48 წლის არგენტინელმა კი იტალიაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

პოჩეტინო უკლუბოდ 2019 წლის ნოემბრიდანაა, როცა „ტოტენჰემმა“ მისი პოსტიდან გაშვება გადაწყვიტა. მისი ადგილი ჟოზე მოურინიომ დაიკავა.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მაურიციო პოჩეტინომ უარი განაცხადა „მონაკოს“ გაწვრთნაზე და ამ გუნდში ნიკო კოვაჩი დაინიშნა.