პოჩეტინო - მბაპეს შენარჩუნებას ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს #1TVSPORT
პოჩეტინო - მბაპეს შენარჩუნებას ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მისი კლუბისთვის კილიან მბაპეს შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

„პსჟ-ს ამბიციური პროექტია, –  მოჰყავს პოჩეტინოს სიტყვები საფრანგეთის ჩემპიონატის პრესსამსახურს. – კილიან მბაპეს გუნდში დატოვება კი „პარი სენ-ჟერმენის“ მომავლისთვის ფუნდამენტური საკითხს წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარიზელებმა ნეიმართან ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც 2025 წლამდე იქნება ძალაში. 22 წლის მბაპეს ხელშეკრულება „პარი სენ-ჟერმენთან“ კი 2022 წელს იწურება. პარიზულ კლუბში იმედი აქვთ, რომ ნეიმარის მსგავსად, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთან შეთანხმებას შეძლებენ.

პარიზული გრანდი საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან  „ლილის“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.