ნეიმარი და მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ნეიმარი და მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ საფრანგეთის 2020-21 წლების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე.

ხუთი ნომინანტის ჩამონათვალი ასეთია: ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი), მემფის დეპაი (ლიონი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ვისამ ბენ-იედერი (მონაკო) და ბურაქ ილმაზი (ლილი).

ამ მომენტისთვის მბაპე 25 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. 19-19 გოლი აქვთ დეპაისა და ბენ-იედერს, 15 გოლი – ილმაზს და 8 – ნეიმარს.

ასევე დასახელდა ხუთი სპეციალისტი ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე: კრისტოფ გალტიე (ლილი), რუდი გარსია (ლიონი), ფრანკ ესი (ლანსი), ნიკო კოვაჩი (მონაკო) და კრისტოფ პელისიე (ლორიანი).

ასევე დასახელდნენ ნომინანტები სხვა კატეგორიებში.

საუკეთესო მეკარე – ანტონი ლოპესი (ლიონი), მაიკ მენანი (ლილი), კეილორ ნავასი (პარი სენ-ჟერმენი), სტინ მანდანდა (მარსელი), ბენჯამენ ლეკომტი (მონაკო).

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე – ედუარდო კამავინგა (რენი), სოფიან დიოპი (მონაკო), ორელიენ ჩუამენი (მონაკო), ამენ გური (ნიცა), მაქსენს კაკერე (ლიონი).

უცხოეთში მოთამაშე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი – უგო ლორისი (ტოტენჰემი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ფერლან მენდი (რეალი), უსმან დემბელე (ბარსელონა).