პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში თბილისის ჩემპიონები გამოვლინდნენ
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში თბილისის ჩემპიონები გამოვლინდნენ

ნინო სალუქვაძის ტირში დასრულდა ახალგაზრდებს შორის თბილისის ღია ჩემპიონატი 10-მეტრიან დისტანციაზე ტყვიის სროლაში. დედაქალაქის კლუბებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობა ქუთაისურმა კლუბმაც მიიღო.

პირველ დღეს საუკეთესოები გოგონათა შორის გამოვლინდნენ. საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს ლიზი კილაძეს ჰქონდა. მან პირველი ადგილი 233.7 ქულით დაიკავა. მეორე პოზიციაზე 228.5 ქულით მარიამ ქობულაშვილი გავიდა. ნინო ხუციბერიძე 208.3 ქულით მესამე იყო.

ვაჟთა შორის გამარჯვებული აკაკი მოსულიშვილი გახდა. ფინალურ ეტაპზე მან 233.9 ქულა დააგროვა. 231.7 ქულით მეორე ადგილი ნიკა მაჭარაშვილმა დაიკავა. მაქს პლენინგერმა 206.9 ქულით მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

შეჯიბრი ჩატარდა შერეულ წყვილებშიც. საუკეთესოები ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილი იყვნენ, ჯამში მათ 752 ქულა დააგროვეს, რომელთაგან 375 კილაძის, 377 კი მოსულიშვილის ანგარიშზეა. მარიამ

ქობულაშვილმა 367 ქულა დააგროვა, მისმა მეწყვილემ მაქს პლენინგერმა – 370. ეს წყვილი 737 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა. 364 ქულა ნინო ხუციბერიძემ აიღო, იოანე ხვარეშიამ 367. შედეგად, 731 ქულით ამ დუეტმა მესამე ადგილი დაიკავა.

თბილისის ღია ჩემპიონატში დამწყები მსოლელებიც მონაწილეობდნენ. მათ 40 გასროლა შეასრულეს.