პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონები შერეულ წყვილებში გამოვლინდნენ
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონები შერეულ წყვილებში გამოვლინდნენ

ნინო სალუქვაძის ტირში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქრთველოს ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრის ბოლო დღეს გამარჯვებულები შერეულ წყვილებში გამოვლინდნენ.
აღნიშნულ კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული ლიზი კილაძისა და აკაკი მოსულიშვილის წყვილმა მოიპოვა. კილაძემ 379 ქულა დააგროვა, მოსულიშვილმა კი 375. ჯამში მათ 754 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. მეორე საპრიზო პოზიცია დედა-შვილს, ნინო სალუქვაძესა და ცოტნე მაჭავარიანს ხვდათ წილად. ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა 382 ქულა მოიპოვა, ცოტნემ – 371. პირველ ადგილზ გასულებს ეს წყვილი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. მესამე შედეგი მარიამ ღვინიაშვილისა და ვლადიმე მაიოროვის დუეტმა აჩვენა. ღვინიაშვილის ანგარიშზე 371 ქულაა, მაიოროვმა 379 ქულა დააგროვა. ჯამში 750 ქულით ისინი საპრიზო სამეულში მოხვდნენ.

საქართველოს პირველობაში თბილისისა და ქუთაისის ორი კლუბის „ნინო სალუქვაძის ტირისა“ და „დინამოს“ 50 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ჩემპიონატი ხორვატიაში გასამართი ევროპირველობისათვის მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო. ტურნირში იმ შვიდმა ტყვიის მსროლელმა იასპარეზა, რომლებიც 16 მარტიდან ევროპის ჩემპიონატზე დაიცავენ საქართველოს ღირსებას. ნაკრები მალე ბაქოში გაემგზავრება, სადაც ტურნიტამდე შეკრებას გაივლის.