პნევმატური იარაღიდან სროლაში თბილისის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
პნევმატური იარაღიდან სროლაში თბილისის ღია ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის დღეს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დასრულდა.
შეჯიბრის ორგანიზატორი თბილისის სროლის სახეობათა ფედერაცია იყო და ის დედაქალაქის მერიის ფინანსური დახმარებით ჩატარდა.
ჩემპიონატის ბოლო დღეს გამარჯვებულები შერეულ წყვილებში გამოვლინდნენ. სროლის ეს ახალი დისციპლინა ორი წლის წინ შემოიღეს, თუმცა მისი დებიუტი უკვე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შედგება.
შეჯიბრში თბილისიდან და ქუთაისიდან 14 სპორტსმენი ანუ შვიდი წყვილი გამოდიოდა. პირველ-მეორე ადგილებზეც ასეთი საქალაქთაშორისო დუეტები გავიდნენ, ადგილები კი საპრიზო სამეულში ასე განაწილდა:
1. ლიზი კილაძე (ქუთაისი) – აკაკი მოსულიშვილი (თბილისი): 751 ქულა
2. ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი) – რევაზ ხარაბაძე (თბილისი): 746 ქულა
3. მარიამ ღვინიაშვილი, ნიკა მაჭარაშვილი (ორივე – თბილისი): 731 ქულა.