„ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემების მონტაჟი დავასრულეთ“ – ინფორმაციას „შპს სტადიონის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს, რომელიც აჭარის მთავრობამ საგანგებოდ ბათუმის ახალი სტადიონის ასაშენებლად დააფუძნა.
„შპს სტადიონი“ გაწეულ საქმიანობაზე დეტალებს აკონკრეტებს.
„განათებისთვის გამოყენებულია Philips-ის ბრენდის 192 სანათი. 1500 ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული. მოედანზე არსებული განათება სრულ შესაბამისობაშია სათამაშო მოცემულობასთან, სატელევიზიო ტრანსლირებასა და სამაყურებლო მოთხოვნებთან. გახმოვანების სისტემისთის გამოყენებულია RCF ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით“.
სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება: ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბალახის საფარი დააგეს და ინდივიდუალური სკამები დამონტაჟეს.