პლეიოფის მატჩებში მასპინძლებმა იმარჯვეს (ვიდეო)
პლეიოფის მატჩებში მასპინძლებმა იმარჯვეს (ვიდეო)

დღეს, ეროვნული ლიგა 2-ის პლეიოფის მატჩები გაიმართა და ორივეში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ლიგა 3-ის „გურიამ“ ლიგა 2-ის „სამგურალს“ უმასპინძლა და 26-ე წუთზე კარლო ჯიქიძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.

პლეი-აუტის მეორე მატჩი „მცხეთა პარკზე“ შედგა – „ცხინვალმა“ ჩოხატაურის „ბახმარო“ მიიღო და 2:1 სძლია. ანგარიში მე-9 წუთზე გიორგი კიკნაძემ გახსნა, 42-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და „ცხინვალის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. თუმცა, მე-80 წუთზე „ბახმაროს“ თავდამსხმელმა გიგა კვერენჩხილაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ჩოხატაურელებს ლიგა 2-ში დაწინაურების შანსი დაუტოვა.

განმეორებითი მატჩები პასრასკევს, 14 დეკემბერს, ქუთაისსა და ჩოხატაურში ჩატარდება.