პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩი საზოგადოებრივ მაუწყებელზე
პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

 

დღეს, 3 დეკემბერს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფების განმეორებით მატჩები გაიმართება და ლიგები დაკომპლექტდება. ზოგი დაქვეითდება, ზოგი კი ზედა ლიგაში დაწინაურდება.

ეროვნული ლიგა 2-ის თამაშებზე ლანჩხუთის „გურია“ საკუთარ „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „თელავს“ უმასპინძლებს. გივი ჩოხელის სტადიონზე გამართული შეხვედრა კახელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. თბილისის „ნორჩმა დინამომ“ ტყიბულის „მეშახტე“ სტუმრად 2:0 დაამარცხა.  ორივე თამაში 13:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ლიგის პირველი პლეი ოფის მატჩი კი მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც „მერანი“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. პირველი თამაში ფოთელებმა 2:1 მოიგეს.  შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას მეორე არხი შემოგთავაზებთ.

პლეი ოფის ბოლო დაპირისპირებას ბათუმის „რაგბი არენა“ უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი „დინამო“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება. ბოლნსიში გამართული პირველი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.