ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პლეი ოფი დაიწყო. გაიმართა პირველი სამი შეხვედრა და სამივეში მასპინძლებმა მოიგეს.
ზედიზედ მესამე სტენლის თასისთვის დაიწყო ბრძოლა “პიტსბურგმა”, რომელმაც მერვედფინალური სერიის პირველ მატჩში “ფილადელფიის” წინააღმდეგობა დაძლია. “პინგვინებმა” შვიდი უპასუხო შაიბა გაიტანეს, კაპიტანმა სიდნი კროსბიმ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან ეს მესამედ შეძლო პლეი ოფში და კლუბის რეკორდსმენს, ლეგენდარულ მარიო ლემიეს გაუთანაბრდა.
* * *
ისტორიული გამარჯვება მოიპოვა “ვინიპეგმა”. მან 1:2 ჩამორჩენა აღმოფხვრა, “მინესოტა” დაამარცხა და სერიაში ანგარიში წაიყვანა. ისტორიული ამ მოგებაში ის იყო, რომ “ჯეტსმა” პლეი ოფში პირველი მატჩი მოიგო. მანამდე, “ვინიპეგმა” 2014-15 წლების სეზონში 0:4 წააგო “ანაჰაიმთან” პირველი რაუნდი. გუნდი NHL-ში 2011 წლიდან თამაშობს. “ჯეტსის” წინამორბედი “ატლანტა ტრეშერზი” NHL-ში 1999 წელს გამოჩნდა და მასაც არ ჰქონდა მოგებული პლეი ოფში არც ერთი მატჩი.
* * *
პლეი ოფში პირველი მატჩი ჩაატარა “ვეგასმა”, რომელიც არსებობის ერთ წელსაც არ ითვლის. ამ გუნდმა გამოცდილ “ლოს ანჯელესს” შეხვედრის დებიუტში გაუტანა შაიბა და მეკარე მარკ-ანდრე ფლერის წყალობით, ბოლომდე შეინარჩუნა მინიმალური უპირატესობა.
აღმოსავლეთი
პიტსბურგი-ფილადელფია 7:0
3:0, 2:0, 2:0
გოლები: 1:0 რასტი-1 (ლეტანგი-1, გიუნტცელი-1), 2:0 ჰაგელინი-1 (ჰორნკვისტი-1, შიჰენი-1), 3:0 მალკინი-1 (ჰაგელინი-1), 4:0 გიუნტცელი-1 (ბრასარი-1, შირი-1), 5:0 კროსბი-1 (დუმოლენი-1, გიუნტცელი-2), 6:0 კროსბი-2 (შულცი-1, გიუნტცელი-3), 7:0 კროსბი-3 (დუმოლენი-2).
სერია: 1-0
დასავლეთი
ვინიპეგი-მინესოტა 3:2
0:0, 1:0, 2:2
გოლები: 1:0 შაიფლი-1 (ვილერი-1, ბაფლინი-1), 1:1 კულენი-1 (გრინვეი-1, პროსერი-1), 1:2 პარიზე-1 (მიკაელ გრანლუნდი-1, მ. კოივუ-1), 2:2 ლაინე-1 (შჩასტნი-1), 3:2 მოროუ-1 (ელერსი-1).
სერია: 1-0
ვეგასი-ლოს ანჯელესი 1:0
1:0, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 ტეოდორი-1 (ნოსეკი-1).
სერია: 1-0