პლეი-აუტის მონაწილე წყვილები ცნობილია
პლეი-აუტის მონაწილე წყვილები ცნობილია

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 1-სა და 2-ში 35-ე ტურის შეხვედრები ჩატარდა და ელიგაში გადასასვლელი პლეი-აუტის წყვილები ცნობილი გახდა.

„გაგრამ“ გასვლაზე ბათუმის „დინამო“ დაამარცხა, ლიგა2-ში მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი-აუტში შეხვდება ბოლნისის „სიონს“, რომელმაც ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო ლიგა2-ში მეორეზე გასული „ვიტ ჯორჯია“ „სამტრედიას“ დაუწყვილდა, რომელიც მთავარ ლიგაში მე-9 ადგილზეა.

„სამტრედია“ – „ვიტ ჯორჯია“
„გაგრა“ – „სიონი“

შეხვედრების თარიღი ჯერ უცნობია. ყვილები გამარჯვებულს ორი შეხვედრსი ჯამში გაარკვევენ. პირველ მატჩებს წყვილების პირველი გუნდები უმასპინძლებენ.