„უეფას“ ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ „ფიფაში“ კორუფციის საქმეზე დაკისრებული ჯარიმის, 60 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდას არ აპირებს, სანამ ევროპის ადამიანთა უფლებათა დაცვის სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. სასამართლოში კი პლატინიმ აპელაცია შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ პლატინი საფეხბურთო საქმიანობიდან ოთხი წლით იყო მოკვეთილი და ვადა შვიდ ოქტომბერს გავიდა. „მე არ ვაპირებ ჯარიმის გადახდას სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს გამოიყენებენ იმისათვის, რომ საფეხბურთო მოღვაწეობას ვერ დავუბრუნდე“, – განაცხადა პლატინიმ AS-თან.