პლატინი - იუჰანსონმა მსოფლიო ფეხბურთს თავისი საუკეთესო გამოგონება - ჩემპიონთა ლიგა უანდერძა
უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ მწუხარება გამოთქვა ლენარტ იუჰანსონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შვედი საფეხბურთო ჩინოსანი 89 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
„იუჰანსონი ევროპული ფეხბურთის უპირობო ლიდერი იყო“, – ციტირებს „ფრანს პრესი“ პლატინის. – „მე მასთან ერთად უეფას პრეზიდენტის თანამდებობისთვის ვიბრძოდი. ის ყოველთვის კორექტული და თავშეკავებული იყო. მან შექმნა და მერე ანდერძად მსოფლიო ფეხბურთს თავისი საუკეთესო გამოგონება – ჩემპიონთა ლიგა დაუტოვა“.