პლაჟის ფრენბურთის ფინალში ფრანგმა დიჯეიმ მოთამაშეების კონფლიქტი ჯონ ლენონის სიმღერის ჩართვით მოაგვარა [ვიდეო] #1TVSPORT
პლაჟის ფრენბურთის ფინალში ფრანგმა დიჯეიმ მოთამაშეების კონფლიქტი ჯონ ლენონის სიმღერის ჩართვით მოაგვარა [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადაზე პლაჟის ფრენბურთის ქალთა ტურნირის ფინალი გაიმართა, რომელშიც ბრაზილიამ 2:1 დაამარცხა კანადა.

მესამე სეტში ფრენბურთელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რის გამოც მსაჯებს შეხვედრის შეწყვეტა მოუწიათ.

ფრანგმა დიჯეიმ შეძლო ფინალის მონაწილეების აგრესიის ჩაცხრომა მას შემდეგ, რაც ლეგენდარული ჯონ ლენონის სიმღერა Imagine ჩართო.

კომპოზიციას ტრიბუნებიც აყვნენ, რამაც ფრენბურთელთა სახეზე აგრესია მხიარულებით შეცვალა.