ირლანდიის ნაკრების ყოფილმა 9 ნომერმა პიტერ სტრინგერმა სარაგბო კარიერა დაასრულა.
40 წლის სპორტსმენმა 11 წლის მანძილზე 98 სანაკრებო კეპი მოიპოვა. 2009 წელს ირლანდიამ ექვსი ერი „გრანდ სლემით“ მოიგო. საკლუბო დონეზე მან „მანსტერში“ 200 მატჩი ჩაატარა და 2006 წელს „ჩემპიონთა თასი“ მოიგო. ამის შემდეგ ის არაერთ ინგლისურ კლუბში თამაშობდა.
სტრინგერმა გულშემატკივრებს „ტვიტერზე“ მიმართა –
„ხუთი წლის ასაკიდან რაგბის თამაშზე ვოცნებობდი. ვერ ავხსნი როგორი ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე. მოგზაურობამ ისეთი მოგონებებით ამავსო, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება. მადლობა მწვრთნელებს, თანაგუნდელებს და ყველა იმ კლუბს, რომლებშიც ვითამაშე.“