პიტერ სიიარტო - უნგრეთმა ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა უკრაინაში ომის გამო
უნგრეთმა ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა უკრაინაში ომის გამო, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
სიიარტო გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უნგრეთის ქცევა არ შეესაბამება ნატო-ს მოკავშირის სტატუსს.
„თუ ეს განცხადება ნიშნავს: „პატივისცემით მადლობას ვუხდი უნგრელებს უკრაინიდან მილიონზე მეტი ადამიანის შეფარებისა და მათზე ზრუნვისთვის და პატივისცემით მადლობას ვუხდი მათ დახმარების გამოგზავნისთვის, მაშინ მივესალმები ამ განცხადებას და შეგიძლიათ, ჩვენი იმედი მომავალშიც გქონდეთ“, – წერს პიტერ სიიარტო საკუთარ სოციალურ ქსელში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ზელენსკის არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, არის თუ არა უნგრეთის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის ქცევა შეუსაბამო.
მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა „ფინანსურად არარსებული“ ქვეყანაა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე „ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“.