პიტერ ო'მანიმ "ექვსი ერის" მედალი დაუნის სინდრომის მქონე გოგონას აჩუქა
“ექვსი ერის” გრანდ სლემით მოგება ყველა ირლანდიელი გულშემატკივრის ოცნება იყო, თუმცა ერთი გულშემატკივრისათვის ეს დღე კიდევ უფრო ბედნიერი გამოდგა.
ირლანდიელმა მესამე ხაზელმა, პიტერ ო’მანიმ “ექვსი ერის” გამარჯვებულის მედალი ჯენიფერ მელოუნს უსახსოვრა და მასთან ერთად ფოტოც გადაიღო.
ჯენიფერი ირლანდიის რაგბის ნაკრების თამაშებზე და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე რეგულარულად დადის. სპორტის მოყვარულებმა ის 2016 წელს გაიცნეს, როდესაც გოგონა ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდა.
ირლანდიამ ექვსი ერი გრანდ სლემით 2009 წლის შემდეგ პირველად მოიგო. “სიტყვები ვერ აღწერს იმას, თუ რამდენად ბედნიერები ვართ”- განაცხადა გუნდის კაპიტანმა, რორი ბესტმა, რომელიც 2009 წელსაც ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში იყო.