ხუთმატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ „პისტონსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. ამჯერად დეტროიტელები ატლანტა „ჰოუქსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 124-109 დაამარცხეს.
„პისტონსის“ შემადგენლობაში საუკეთესო კვლავ ანდრე დრამონდი იყო. გუნდის ძირითადი ცენტრის ანგარიშზე მორიგი ორმაგი დუბლია – 23 ქულა, 11 მოხსნა და 4 დაფარება. კარგად ითამაშა სტენლი ჯონსონმაც, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა და 7 მოხსნაა.
ზაზა ფაჩულია შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა გააკეთა.
დამარცხებულთა მხრიდან კარგი მატჩი ჰქონდა ჯერემი ლინს. კალათბურთელმა 19 ქულას მოუყარა თავი, თუმცა „ჰოუქსს“ მისი გარჯა გამარჯვებისთვის არ ეყო.
სათამაშო დღის შედეგები –
მეჯიქი 117-108 ვიზარდსი
სევენთისიქსერსი 133-132 ჰორნეთსი
ჰითი 102-110 პეისერსი
ნაგეთსი 110-112 ნეთსი
ჯაზი 123-115 სელთიქსი
კინგსი 121-110 ტიმბერვულვსი