პირველი ვარჯიში ბოსნიაში - დვალი და ყაზაიშვილი ნაკრებს დღეს შეუერთდებიან #1TVSPORT
პირველი ვარჯიში ბოსნიაში - დვალი და ყაზაიშვილი ნაკრებს დღეს შეუერთდებიან #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები სარაევოშია და წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში ვილი სანიოლის გუნდმა პირველად 22 მარტს საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ ბაზაზე ივარჯიშა.

ეროვნული ნაკრების საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა, რომელშიც 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სავარაუდოდ, გუნდთან ერთად ვარჯიშს ლაშა დვალი დღეს დაიწყებს. ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილიც 23 მარტს შეუერთდება.

საქართველოს ნაკრები 25 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდება, ხოლო 29 მარტს – ალბანეთს. ორივე თამაშის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გოგა ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა).

თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

 

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

25 მარტი – 23:45

ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

29 მარტი – 20:00

ალბანეთი – საქართველო