პირველი უგოლო ფრე ეროვნულ ლიგაში - „საბურთალო“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
პირველი უგოლო ფრე ეროვნულ ლიგაში - „საბურთალო“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეორე ტურში მორიგი მატჩი ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე“ გაიმართა, სადაც წყალტუბოს „სამგურალმათბილსის „საბურთალოს“ უმასპინძლა.

„საბურთალოს“ პრობლემა მატჩის დაწყებამდე შეექმნა. მოთელვაზე მთავარი მეკარე ოთო გოშაძე დაშავდა და მის ნაცვლად კარში სათადარიგოთა მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი დადგა, მაგრამ გუნდს შეცვლაზე მეკარე არ ჰყავდა. 27-ე წუთზე თავსატეხი უკვე წყალტუბოელების მთავარ მწვრთნელს გაუჩნდა, რადგან ცენტრალური ნახევარმცველი ისუფ ტურე დაშვდა, რომელიც დემურ ჩიხრაძემ შეცვალა.

რაც შეეხება საგოლე მომენტებს, ანგარიშის გახსნა 22-ე წუთზე იური ტაბატაძეს შეეძლო, მაგრამ მცველმა ლევან ქურდაძემ ბურთი თავით მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. მასპინძლებმა პირველი რეალური საგოლე მომენტი 51-ე წუთზე შექმნეს, როდესაც სერგო კუხიანიძის დარტყმის შემდეგ „საბურთალო“ ახალგაზრდა მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა გადაარჩინა. წყალტუბოელთა შეტევას 58-ე წუთზე ისევ კუხიანიძეაგვირგვინებდა და ამჯერად არაზუსტად დაარტყა.

ბოლო წამებზე დაწინაურების შანსი საბურთალოს მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა. ეს ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი იყო, სადაც გოლი არ გავიდა. 2 ტურის შემდეგ „სამგურალმა“ 2 ქულა დააგროვა, ხოლო „საბურთალომ“ 4 ქულა და მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე ასპროცენტიანი შედეგით გორის „დილაა“ (6 ქულა).

 

სამგურალი – საბურთალო 0:0

06.03. 2021 – ზესტაფონი – „დავით აბაშიძე არენა“

 

სამგურალი: ქვილითაია – ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი – მჭედლიშვილი, ფონიავა (81. კიკაბიძე), ბურჯანაძე, ისუფ ტურე (27. ჩიხლაძე), კალანდარიშვილი (66. გაზდელიანი) – ლექვთაძე (66. ბუხაიძე), კუხიანიძე (81. ბუხაიძე)

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

 

საბურთალო: მეგრელიშვილი – მალი, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე – ტერა (86. ამინუ), ძებნიაური – ი. ტაბატაძე (74. შულაია), მანდრიჩენკო (60. ლ. ნონიკაშვილი), გულიაშვილი (60. გოჩოლეიშვილი) – თ. ტაბატაძე (86. ნონიკაშვილი)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

 

მთავარი არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილებები: კალანდარიშვილი (64), გოჩოლეიშვილი (90+1), ბურჯანაძე (90+3)