პირველი ტაიმის შემდეგ შოტლანდია საქართველოს მინიმალური ანგარიშით ამარცხებს
ედინბურგში მიმდინარე სარაგბო მარჩის პირველი ტაიმის შემდეგ შოტლანდია საქართველოს 10-9 ამარცხებს.
მატჩში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც შოტლანდიელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და ალი პრაისმა ბურთი საქართველოს ჩათვლის მოედანზე დაამიწა – 5-0.
ამის შემდეგ, მოვლენები ელვისებურად განვითარდა. ლელოს მიღებიდან ძალიან მალე ქართველებმა ანგარიში საჯარიმოთი შეამცირეს: მე-19 წუთზე თედო აბჟანდაძემ საკმაოდ შორი მანძილიდან შეძლო გატანა და ანგარიში 5-3 გახდა, თუმცა, სკოტებმა უპირატესობის გაზრდა ამ მომენტიდან სამ წუთში მოახერხეს, როდესაც კინგჰორნმა მეორე ლელოს დადება შეძლო და ანგარიში 10-3 გახადა.
მიუხედავად ამისა, 26-ე და 29-ე წუთებზე აბჟანდაძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა ამჯერად ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა – 10-9.
პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.