პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 3-23 მარცხდება (ფოტოამბავი)
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 3-23 მარცხდება (ფოტოამბავი)

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დასრულდა პირველი ტაიმი სარაგბო მატჩისა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდები ხვდებიან.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრების უპირატესობით დაიწყო და ისინი მე-6 წუთზე ზუსტი საჯარიმო დარტყმის შედეგად დაწინაურდნენ – 3-0. ამას მე-11 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო მოჰყვა, შემდეგ კი, მე-13 და მე-19 წუთებზე შოტლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ტაიმის შუალედში ანგარიში უკვე 0-20 იყო სტუმართა სასარგებლოდ.

ქართველი მორაგბეები მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ, მეტოქის ნახევარზე მოახერხეს თამაშის გადატანა და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს.

თუმცა, ანგარიში 32-ე წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის უფლება მიიღო და სოსო მატიაშვილმა ბორჯღალოსნებს პირველი სამი ქულა მოუტანა – 3-20.

ამის შემდეგ, ტაიმის მიწურულს, შოტლანდიელებმა ერთი ჯარიმაც გაიტანეს და პირველი ნახევარი 3-23 დასრულდა სტუმართა სასარგებლოდ.