პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო სამხრეთ აფრიკასთან მარცხდება | ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი
არგენტინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ სამხრეთაფრიკელებს ხვდებიან და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 5:21 მარცხდებიან.
„ქურციკებმა“ ანგარიში მეცხრე წუთზე, რიჩარდსონის ლელოთი გახსნეს. მომდევნო წუთებში უკვე „ბორჯღალოსნები“ დომინირებდნენ, რომლებმაც მეტოქის 22-მეტრიან ზონაში დაახლოებით 10 წუთი გაატარეს, რაც ლაშხის ლელოთი დასრულდა.
ბოლო წუთებზე საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები თითქოს მოდუნდა, ხოლო სამხრეთაფრიკელებმა პირიქით – მოუმატეს და მბათას და ნტლაბაკანიეს ლელოებით პირველი ნახევარი კომფორტული სხვაობით მოიგეს.
მატჩის მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება.