პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ირლანდიასთან მარცხდება | ევრო 2020
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში „ჯვაროსნები“ ირლანდიას ეთამაშებიან და პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მარცხდებიან.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე წამებიდან მოიპოვეს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს. ტაიმის პირველი და ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ჰურიჰანმა, საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
პირველი ნახევრის მეორე დამატებულ წუთზე ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ვაკო გვილიას მიეცა, თუმცა მისი დარტყმა რანდოლფმა მოიგერია.
დაპირისპირების მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება.