პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო გერმანიას ამარცხებს (ვიდეო/ფოტო)
16:56, 10.03.2019
ქუთაისის „აია არენაზე“ დასრულდა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურის მატჩის პირველი ტაიმი. საქართველოს ეროვნული ნაკრები შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდა. გერმანიის ეროვნულ გუნდს ბორჯღალოსნებმა პირველ 40 წუთში 3 ლელო დაუდეს. საბოლოოდ, შეხვედრის პირველ ნახევარში ანგარიში 21:3 დაფიქსირდა.
მასპინძლები, თამაშის მეორე წუთზე დადებული ლელოთი, მირიან მოდებაძემ დააწინაურა. ახალგაზდა მორაგბესთვის ეს ეროვნული მაისურით გატნილი მეორე ლელო იყო. გარდასახვა გელა აფრასიძემ ზუსტად შეასრულა – 7:0.
2 წუთში ანგარიში უკვე 14:0 იყო. ამჯერად თავი გამოცდილმა ლაშა ხმალაძემ გამოიჩინა. აფრასიძემ გარდასახვა ამჯერადაც გაიტანა.
ორ ლელოს გერმანელებმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს და სხვაობა შეამცირეს – 14:3. 22-ე წუთზე გერმანელთა ჩათვლის მოედანი შალვა მამუკაშვილმა აიღო. აფრასიძის ზუსტი დარტყმა და ანგარიში 21:3 გახდა.
ტაიმის ბოლოს ბორჯღალოსნებმა კიდე ერთხელ დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე, თუმცა მსაჯმა წინ თამაში დააფიქსირა და ლელო არ ჩაითვალა.