პირველი ტაიმის შემდეგ ოცწლამდე „ბორჯღალოსნები“ ზელანდიასთან მარცხდებიან
პირველი ტაიმის შემდეგ ოცწლამდე „ბორჯღალოსნები“ ზელანდიასთან მარცხდებიან

არგენტინაში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ახალგაზრდა „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ზელანდიის ნაკრები, იგივე „ბეიბი ბლექს“ იყო. ქართველმა ოცწლამდელებმა 2016 წლის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატიც ახალ ზელანდიასთან მატჩით გახსნეს და მაშინ ძლიერ მეტოქესთან ანგარიშით 55:0 დამარცხდნენ.

ამჯერად ანგარიში თედო აბჟანდაძემ, საჯარიმო დარტყმით გახსნა. ახალი ზელანდია გაშვებული ქულების შემდეგ გააქტიურდა და მეტოქეს ორი ლელო დაუდო, თუმცა „ბორჯღალოსნები“ არ მოდუნდნენ და შავების ნახევარზე დამკვიდრდნენ. ახალ ზელანდიელები ლელოს ხაზზე თავს კარგად იცავდნენ, ქართველების შეტევა ჯარიმით მოიგერიეს და აბჟანდაძემ მეორედაც ზუსტად დაარტყა – 6:12.

დასკვნით 10 წუთში უპირატესობა კვლავ „ბეიბი ბლექსმა“ მოიპოვა და 36 წუთზე ლელო გუნდის შუამარბმა დალას მაკლეოდმა დაამიწა. 38-ე წუთზე ჭიჭინაძემ შესანიშნავად მოხსნა ჰაერიდან ბურთი, გაჭრა მეტოქის ხაზი და ბურთი თაფლაძეს გადააწოდა, რომელსაც ლელოს დადებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. საბოლოო ჯამში, მატჩის პირველი ტაიმი  ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშით 19:6 დათმეს.