პირველი ტაიმის შემდეგ, „დინამო“ „ენგორდანის“ ანგარიშით 2:0 ამარცხებს [ვიდეო/ფოტო]
პირველი ტაიმის შემდეგ, „დინამო“ „ენგორდანის“ ანგარიშით 2:0 ამარცხებს [ვიდეო/ფოტო]

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ანდორულ „ენგორდანის“ „დინამო არენაზე“ მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშით 2:0 ამარცხებს.

თბილისელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მეექვსე წუთზე, თამაშის პირველი გოლი უძლიერესი საჯარიმო დარტყმით ნიკა ნინუამ გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა – 1:0.

მომდევნო წუთებში თამაშის მიმდინარეობა არ შეცვლილა – სტუმრები საკუთარ ნახევარზე შეცდომებს უშვებდნენ. მე-20 წუთზე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის შემდეგ, გიორგი კუხიანიძემ შორეული და გამოზომილი დარტყმით, ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მიუხედავად არაერთი შანსისა, მასპინძლებმა მატჩის პირველ ნახევარში გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და შესვენებაზე კომფორტული – ორ ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, „დინამო თბილისი“ – „ენგორდანი“ პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ. დაპირისპირების მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება.