პირველი ტაიმის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ სამოასთან მარცხდებიან - 10:19
ნოემბრის ტესტების მეორე შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ სამოას დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პირველი ქულები დებიუტანტმა მგეზავმა, თედო აბჟანდაძემ მოიპოვა და მასპინძლები სამი ქულით დააწინაურა.
ამის შემდეგ სამოელები გააქტიურდნენ და მერვე წუთზე მატჩის პირველი ლელო სწორედ მათ ანგარიშზეა (ფიდოუ). მასპინძლებმა თამაშში ჩართვა ვერ მოახერხეს და 27-ე წუთისთვის მეტოქეს 16 ქულით ჩამორჩნენ. კუნძულელთა მხრიდან ლელოები ტი’ი პაულომ და ტუალამ დადეს.
თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც ქართველებმა ერთი ლელო გაქვითეს. რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ ვასილ ლობჟანიძემ ბურთი კარის შალითას მიადო და გუნდს ხუთი ქულა მოუტანა.
ტაიმის ბოლო წუთებზე სამოელები აქტიურობდნენ, თუმცა „ბორჯღალოსნებმა“ თავის დაცვა მოახერხეს და ტაიმი 10:19 დასრულდა.