თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დასრულდა უეფას ერთა ლიგის მატჩის პირველი ტაიმი.
როგორც მოსალოდნელი იყო, სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, ხოლო ანდორელები მთელი გუნდით იცავდნენ საკუთარ კარს.
ანგარიში 33-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, როდესაც მეკარისგან მერჯვენა დაბალ კუთხეში აუღებელი დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა და მეტოქის კარში შეგორდა – 1-0.
ტაიმის ბოლომდე არაფერი შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.