პირველი რეაქცია ჩემპიონობაზე - ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებმა წარმატება ემოციურად აღნიშნეს [ვიდეო] #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ემოციურად აღნიშნეს საქართველოს ჩემოპიონობა, რომელიც 98-წლიან ისტორიაში პირველად მოიპოვეს.
1923 წელს დაარსებული გუნდი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, მაგრამ ჩემპიონობა აქამდე არ მოუპოვებია და პირველი ემოცია უდიდესი იყო.
ბათუმელები ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩს ორშაბათს, 29 ნოემბერს, წყალტუბოს 26 მაისი სახელობის არენაზე „სამგურალთან“ გამართავენ. დღევანდელ შეხვედრას გუნდი ერთად უყურებდა და ეს ემოციური კადრები ბათუმელთა ფანკლუბმა გაავარცელა.
35-ე ტურში „დინამო თბილისმა“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიასთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა (0:0) და ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
35 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 67 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად ბათუმის „დინამოს“ (71) ვეღარ დაეწევა.