პირველი ქულები NBA-ში - მამუკელაშვილმა „ჰიტთან“ 12 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველი ქულები NBA-ში - მამუკელაშვილმა „ჰიტთან“ 12 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 22 ოქტომბერს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ რეგულარულ სეზონში მე-2 შეხვედრა გამართა. ამჯერად, მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი, „ბრუკლინ ნეტსთან“ მოგების შემდეგ, „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 95:137 დამარცხდა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 27:20 წუთი ითამაშა და ამ დროში 12 ქულის, 4 მოხსნისა (2 შეტევაში და 2 დაცვაში) და 1 პასის დაგროვება მოასწრო. სანდრომ საშუალოდან 5-დან 2 სროლა ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 4-დან 2, საჯარიმოდან 2 ცდა ჰქონდა და ორივეჯერ ზუსტი იყო. მამუკელაშვილი მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა, +/- მაჩვენებელი კი მიუხედავად იმისა, რომ -12 ჰქონდა, გუნდში მაინც ყველაზე კარგი იყო.

 

რაც შეეხება შეხვედრას, ფაქტიურად, მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, როცა „მაიამი“ მეტოქეს 23 ქულით გაექცა. შემდეგი სამი მეოთხედიც „ჰიტის“ სასარგებლოდ დასრულდა და საბოლოო ჯამში, გამანადგურებელი 42 ქულის სხვაობით მოიგო.

შემდეგ შეხვედრას „ბაქსი“ 24 ოქტომბერს „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გამართავს.