პირველი ქულა და პირველი გოლი - „სამგურალმა“ ქულა ბავშვური შეცდომით დაკარგა #1TVSPORT
ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა გაიმართა – წყალტუბოს „სამგურალმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.
შეხვედრა მასპინძლებისთვის სასურველი სცენარით წარიმართა. მე-17 წუთზე, ბოლნისელთა მცველმა შეტევა ვერ მოიგერია – „სამგურალის“ შემტევის, ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმა სტუმართა მცველმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ირაკლი რუხაძემ ანგარიში გახსნა.
„სიონში“ უჩა სოსიაშვილის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი ქულა მოიპოვა და პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს მეტოქის უხეში შეცდომის ხარჯზე მოახერხა. 54-ე წუთზე „სამგურალის“ მეკარე ლევან შოვნაძემ საკუთარ საჯარიმოში შემტევის მოტყუება სცადა, ლუკა ხორხელმა კი ბურთი აართვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ოთხი ტურის შემდეგ „სამგურალმა“ ოთხი ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, თუმცა, ერთი გადადებული მატჩი აქვს მარაგში, „სიონმა“ კი პირველი ქულა მოიპოვა და მეცხრე პოზიციაზეა.