პირველი ქართველი ზერაგბიში (SuperRugby)
პირველი ქართველი ზერაგბიში (SuperRugby)

საკლუბო ტურნირზე, სადაც საუკეთესოს ტიტულისთვის ერთმანეთს ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და იაპონიის კლუბები ეცილებიან, ისტორიაში პირველად ქართველი მორაგბე ითამაშებს.

იაპონურმა “სანვულვზმა” გამოაქვეყნა გუნდის შემადგენლობა და ქართველი კვაჭი, ჯაბა ბრეგვაძე, მათი ერთ-ერთი ახალი შენაძენია.

ჯაბა “ყოჩების” აღზრდილია. პროფესიონალური კარიერა მან ფრანგულ “ტულუზაში” დაიწყო, სადაც სამი წელი გაატარა. შემდეგ იყო ინგლისური “ვუსტერ ვორიორზი” და რუსული “კრასნი იარი”.

ნაკრებში ჯაბა ბრეგვაძე 2008 წლიდან თამაშობს და მას 49 კეპი აქვს მოხვეჭილი.