როგორც იცით ქართველი მორაგბე, ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველია, რომელმაც „ზე რაგბის“ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
იგი იაპონური „სანვულვზის“ შემადგენლობაში სეზონის მანძილზე რეგულარულად თამაშობდა და დღეს ავსტრალიური „რედსის“ წინააღგმდეგ მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირის პირველი ქართული ლელო შემოგვთავაზა.
„რედსთან“ ჩატარებულ შეხვედრაში ბრეგვაძე 34-ე წუთიდან ჩაერთო და ლელო მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე, 75-ე წუთზე დადო. ამ დროისთვის „სანვულვზი“ დიდი ანგარიშით (48:20) აგებდა. თამაში ავსტრალიელებმა – 48:27 მოიგეს.
„ზე რაგბის“ რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „სანვულვზი“ სამიოდ გამარჯვებითა და 13 მარცხით ცხრილის ბოლო ადგილს იკავებს.