პირველი ნახევარფინალები თსუ-მ და პსპ-მ მოიგეს - „ფარმაცევტებს“ გოლით მეკარე დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო – ახალ ოლიმპიურ სასახლეში ნახევარფინალების პირველი რაუნდი გაიმართა. მატჩები ორ მოგებამდე გაგრძელდება და უკვე იგრძნობა, რომ დაძაბული თამაშები გველის.
თსუ – თელასი 0:0 (პენალტებით 4:3)
მოქმედმა ვიცეჩემპიონმა თსუ-მ, რომელმაც ნახევარფინალის საგზური პლეი ოფში მოიპოვა, რეგულარული სეზონის გამარჯვებული „თელასი“ დაამარცხა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი უკეთ თსუ-ს შეასრულა, რომლის მეკარე ალი ასლანმა სამი დარტყმა მოიგერია და თსუ წინ გავიდა.
პსპ – კსუ 4:1
პე-ეს-პე-მ მოქმედ ჩემპიონ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (კსუ) უპირატესობა შეხვედრის პირველ ტაიმში ნიკა კურტანიძის (10 წუთი) გოლით მოიპოვა, მეორე ნახევარში კი „ფარმაცევტების“ უპირატესობა ლევან სარდანაშვილმა (23) გაზარდა. კსუ-ს მოთამაშე ლაშა სიგუნავამ (33) ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და თამაში დაიძაბა. მატჩის გმირი პსპ-ს მეკარე ნიკა ფხაკაძე გახდა, რომელმაც 36-ე წუთზე ცარიელი კარი დაინახა და საკუთარი ნახევრიდან მესამედ აიღო მეტოქის კარი და რეალურად, შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. მეოთხედ კსუ-ს კარი ნიკა კურტანიძემ (37) აიღო და წყვილში პსპ დაწინაურდა.
განმეორებითი მატჩები 30 მაისს გაიმართება. მატჩებს ისევ ახალი ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.