პირველი მოგება დიდი იმედგაცრუების შემდეგ - „საბურთალომ“ „დილა“ დაამარცხა
დღეს „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ ოცდამეოთხე ტური „საბურთალოსა” და გორის „დილას“ შეხვედრით დამთავრდა.
შეხვედრა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი სტადიონის განათების სისტემის პრობლემა გახდა და მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გადაიტანეს.
პირველი ნახევარი „საბურთალომ” გიორგი რეხვიაშვილის მიერ 23-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო. 55-ე წუთზე გიორგი გაბედავამ „საბურთალოში” სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა 2:0. 85-ე წუთზე ოგნიენ როლოვიჩის დარტყმის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში გორელთა მცველმა, ალეფ სანტოსმა საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა „საბურთალოს” სასარგებლოდ – 3:0.
„საბურთაოლომ” ევროთასებიდან დიდი იმედგაცრუებით გამოვარდნის შემდეგ პირველი შეხვედრა კარგად ჩაატარა, 24 ტურის შემდეგ 43 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, მაგრამ მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოზე” (46 ქულა) ორით ნაკლები თამაში ჩაატარა. რაც შეეხება „დილას” (26), გორელები ბოლნისის „სიონთან” ერთად მერვე-მერცხე ადგილებს იყოფენ.