პირველი მატჩის კადრები - ეროვნული ჩემპიონატი 32 წლისაა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატი 32 წლისაა. 1990 წელს „დინამო არენაზე“, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის, პირველი შეხვედრა გაიმართა.
ამ ისტორიული მატჩის ვიდეოკადრები თბილისის „დინამომ“ გაავრცელა, რომელმაც 80 000 მაყურებლის თანდასწრებით პირველ მატჩში ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა. დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 15 თებერვალს დაარსდა, თვენახევარში კი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო.
ისტორიული მატჩი ფოთის „კოლხეთი 1913“-ის გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში მოედანზე ერთადერთმა ოლიმპიურ ჩემპიონმა, გელა კეტაშვილმა გაიტანა.
დინამო თბილისი 0-1 კოლხეთი 1913 ფოთი
გოლი: კეტაშვილი (საკუთარ კარში)
დინამო: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა (ჯიშკარიანი), რევიშვილი (ჩიქოვანი), გურული, კაჭარავა
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კოლხეთი 1913: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია (თიბილაშვილი), მახარაძე (ინიაშევი), ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი (ბაჯელაძე)
მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე
მთავარი არბიტრი: ველოდი მიმინოშვილი