პირველი ჰეთ-თრიქი ეროვნულ ლიგაში
პირველი ჰეთ-თრიქი ეროვნულ ლიგაში

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველი ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. საჩხერეს ჩიხურამ ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
საჩხერელთა თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ ეროვნულ ლიგაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ჩიხურაში“ მას გარდა, თავი თემურ მარკოზაშვილმა, ირაკლი ბუღრიძემ და დემურ ჩიხლაძემ გამოიჩინეს, ხოლო ფოთელებიდან გოლი ლაშა გოგონაიას ანგარიშზეა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კვირას, 4 მარტს გასამართი შეხვედრები – „ლოკომოტივი“- „სამტრედია“ და „დინამო თბილისი“ –„ რუსთავი“ ორშაბათს, 5 მარტს ჩატარდება.

ამით ფეხბურთის ფედერაცია შეუერთდა ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ‘მშვიდობა ომზე მეტია’, რომელიც კვირას, 4 მარტს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.