პირველი გოლი და საგოლე პასი ახალ გუნდში - ლუკა პარკაძემ „ადმირას“ უნგრულ გუნდთან მოაგებინა #1TVSPORT
პირველი გოლი და საგოლე პასი ახალ გუნდში - ლუკა პარკაძემ „ადმირას“ უნგრულ გუნდთან მოაგებინა #1TVSPORT

ლუკა პარკაძემ ვენის „ადმირა ვაკერში“ ითამაშა. ქართველმა, გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც მიითვალა და ახალი კლუბის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

ეს ყველაფერი სანაკრებო შესვენებისას გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა. ავსტრიელები უნგრულ „ჰალადაშს” შეხვდნენ და 3:2 გაიმარჯვეს. ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და „ადმირას“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მალიჩეკმა ავსტრიელები თამაშის განახლებიდან რამდენიმე წამში დააწინაურა. „ჰალადაშმა“ შეძლო თამაშის შემობრუნება და 73-ე წუთზე წინაც გავიდა.

მოედანზე 65-ე წუთზე შესულმა პარკაძემ თავური დარტყმით 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. გარდა ამისა, 84-ე წუთზე იაკობ ტრანზისკამ გადამწყვეტი გოლი ქართველის საგოლე გადაცემით გაიტანა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრი, რომელიც მიუნხენის „ბაიერნს ეკუთვნის, ავსტრიულ კლუბში იჯარით აგვისტოში გაუშვეს, მაგრამ იურიდიული პრობლემების გამო ჯერ გუნდის განაცხადშიც ვერ ხვდება.