პირველი გამარჯვება საკონტროლო მატჩში - „შუქურამ“ „სპაერი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურა“ თბილისში „სპაერს“ ესტუმრა და ახალი სეზონისათვის მზადების პროცესში ბოლო ტესტმატჩი ჩაატარა. ქობულეთელებმა მიმდინარე წელს პირველი გამარჯვება მოიპოვეს – 3:1.
24-ე წუთზე მზაკვალის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი სარდალიშვილმა შეასრულა. დარტყმა „სპაერის“ მეკარემ მოიგერია, მაგრამ სარდალიშვილმა მას და მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა საპასუხო გოლი პირველივე ტაიმში პენალტით გაიტანეს.
მეორე ნახევარმა „შუქურას“ სრული უპირატესობით ჩაიარა და ქობულეთელებმა მეტოქის კარი ორჯერ აიღეს. 84-ე წუთზე აფხაზავამ ეფექტური „მაკრატელათი“ გუნდი დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 3 წუთში ფაცაციამ დააფიქსირა – 3:1 „შუქურას“ სასარგებლოდ.
„სპაერი“ – „შუქურა“ 1️:3️
„შუქურა“: კულუა, ჩაჩუა, ასათიანი (ჩაკვეტაძე), ქურდაძე, კოკი, ჯანელიძე, ფაცაცია, სარდალიშვილი, მზაკვალი, კვარაცხელია, ლექვთაძე.
მეორე ტაიმი: კულუა, ჩაჩუა, ჩაკვეტაძე, კოკი, ჯანელიძე, ანდრონიკაშვილი, ფაცაცია, მზაკვალი, ლექვთაძე, სარდალიშვილი (ვერულიძე), აფხაზავა.
ეს უჩა სოსიაშვილი გაწვრთნილი გუნდისთვის ჩემპიონატის სტარტამდე ბოლო საკონტროლო თამაში იყო. ეროვნული ლიგის პირველ შეხვედრას გუნდი ბათუმში ჩაატარებს – 26 თებერვალს „შუქურას“ ბათუმის „დინამო“ უმასპინძლებს.