პირველი არხის ტრიბუნა „დინამო არენაზე“ - ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება #1TVSPORT
პირველი არხის ტრიბუნა „დინამო არენაზე“ - ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება #1TVSPORT

პირველმა არხმა საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრამდე გულშემატკივარს სიურპრიზი მოუმზადა. სოციალურ ქსელებსა და ქუჩაში გათამაშება ჩატარდა, რომლის გამარჯვებულებსაც ერთა ლიგის მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცათ.

ბილეთის მისაღებად გულშემატკივარს საქართველოს ნაკრებზე და მის მოთამაშეებზე დასმულ კითხვაზე სწორი პასუხი უნდა გაეცა. ასევე გამარჯვებულს ერთა ლიგის ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთთან ერთად საქართველოს ნაკრების ისტორიული ფორმა გადაეცა, რომლითაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 1990 წელს ლიეტუვასთან პირველი შეხვედრა ჩაატარა.

 

თითოეულმა მათგანმა ბილეთი „დინამო არენაზე“ პირველი არხის ტრიბუნაზე, პირველი იარუსის მე-12 სექტორში მიიღო და ერთად იზეიმეს საქართველოს ნაკრების წარმატება, რომელმაც პრინციპული მეტოქე 2:0 დაამარცხა, ჯგუფის გამარჯვებული გახდა და ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურდა.

პირველი არხის სოციალური მედიის მენეჯერის, დავით კიკნაძის თქმით, მსგავსი აქციები საქართველოს ნაკრების თამაშებზე მომავალშიც გაიმართება.