პირველი 90 წუთი „ტვენტეში“ - გიორგი აბურჯანია დუბლებში ათამაშეს
პირველი 90 წუთი „ტვენტეში“ - გიორგი აბურჯანია დუბლებში ათამაშეს

გიორგი აბურჯანიამ „ტვენტეში“ სრული მატჩი პირველად ჩაატარა. თუმცა, ეს 24 წლის ქართველმა ლეგიონერმა გუნდის დუბლშემადგენლობაში ითამაშა, სადაც მისი გუნდი „ვიტესის“ რეზერვისტებს არნემში დაუპირისპირდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

„ქართველი ნახევარმცველი ჰოლანდიურ კლუბს ისედაც გვიან შეუერთდა. ამას გარდა, სამუშაო ვიზის მოლოდინშიც დიდი დრო გაუცდა. შედეგად, მან სეზონი ისე დაიწყო, კონკურენტების მსგავს სათამაშო რიტმში არ იყო. „ტვენტეს“ დუბლებში ის მწვრთნელმა ფორმის აღსადგენად ათამაშა“ – წერს ჰოლანდიური გამოცემა.

გიორგი აბურჯანია ვლადიმირ ვაისმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში გამოიძახა და კორეასთან (5 სექტემბერს სტამბოლში) და დანიასთან (8 სექტემბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში) შეხვედრებისთვის მოემზადება.

24 წლის ნახევარმცველი 2014 წლიდან უცხოეთში თამაშობს და იყო კვიპროსულ „ანორთოსისის“, ესპანური „ხიმნასტიკის“, „სევილიასა“ და „ლუგოს“ ფეხბურთელი. ჰოლანდიურ კლუბში კი ზაფხულში გადავიდა.