პირველად საქართველოდან - კობიაშვილი უეფა-ს აღმასკომის წევრად აირჩიეს #1TVSPORT
პირველად საქართველოდან - კობიაშვილი უეფა-ს აღმასკომის წევრად აირჩიეს #1TVSPORT

ლისაბონში გამართულ უეფა-ს 47-ე კონგრესსზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ლევან კობიაშვილმა 40 ხმა მიიღო.

უეფა-ს 47-ე კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი – ალექსანდრ ჩეფერინი მესამე ვადით აირჩიეს. პრეზიდენტი, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, 4 წლის ვადით დაიკავებენ თანამდებობას.

უეფა-ს კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტებმა – ალექსანდრე იაშვილმა და აკაკი ალდაშვილმა.