პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში - ფიფა-მ ქართველ მსაჯებს საერთაშორისო კატეგორიის ვიდეორეფერის სტატუსი მიანიჭა #1TVSPORT
2024 წელს საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებს 18 ქართველი მსაჯი მოემსახურება, მათ შორის ორი ქალი არბიტრია, ორიც – ვიდეორეფერი, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი ავაზაშვილი და ალეკო აფციაური საერთაშორისო კატეგორიის ვიდეომსაჯები გახდნენ და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ამ სტატუსის მქონე პირველი არბიტრები არიან.
ამას გარდა, ორამდე გაიზარდა ქართველი ქალი არბიტრების, სამამდე კი – ქალი ასისტენტების რაოდენობა, რომლებიც საერთაშორისო მატჩებს მოემსახურებიან – საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება მოიპოვა მზევინარ შარაშენიძემ, ხოლო სოფო წულაია საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტი გახდა.
2024 წლისთვის ფიფა-ს ქართველი მსაჯების სრული სია ასეთია:
საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები: გიორგი ყრუაშვილი, გოგა კიკაჩეიშვილი, ირაკლი კვირიკაშვილი, თეონა სტურუა, მზევინარ შარაშენიძე.
საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტები: ლევან ვარამიშვილი, ზაზა ფიფია, დავით ახვლედიანი, დავით გაბისონია, დავით ჩიგოგიძე, გიორგი ელიკაშვილი, სოფო წულაია, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი.
საერთაშორისო კატეგორიის ვიდეომსაჯები: გიორგი ავაზაშვილი, ალეკო აფციაური.
საერთაშორისო კატეგორიის ფუტსალის მსაჯი: ზვიად ბლიაძე.
ბიჩსოკერის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი: კახა ვასაძე.