გერმანელი ფიონა კოლბინგერი ტრანსკონტინენტალური ველორბოლის პირველი ქალი გამარჯვებული გახდა. 24 წლის სპორტსმენმა, რომელიც სპეციალობით კიბოს მკვლევარია, 2485 კოლომეტრი 10 დღეში, ორ საათსა და 48 წუთში დარაფა და 200-ზე მეტი მამაკაცის დამარცხება შეძლო.
ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, კოლბინგერმა განაცხადა, რომ უკეთესადაც შეეძლო გამოსვლა, ძილისთის რომ ნაკლები დრო დაეთმო.
მეორე ადგილზე ბრიტანელი ბენ დევისი გავიდა, რომელიც გამარჯვებულს თითქმის 10 საათით ჩამორჩა.
ტრანსკონტინენტალური ველორბოლა ბულგარეთის შავიზღვისპირა ქალაქ ბურგასში იწყება და საფრანგეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბრესტში მთავრდება.