პირველად ისტორიაში - საკლუბო ევროტურნირის მატჩს სრულად ქართული სამსაჯო გუნდი მოემსახურა #1TVSPORT
22 აგვისტოს უეფა-ს კოფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის „მლადამ“ უნგრულ „პაკშს“ უმასპინძლა.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, საკლუბო ევროტურნირის მატჩს სრულად ქართული სამსაჯო გუნდი მოემსახურა.
მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია უწევდნენ, მეოთხე მსაჯად ირაკლი კვირიკაშვილმა იმუშავა, ვიდეორეფერის ფუნქციებს ალეკო აფციაური და გიორგი ავაზაშვილი (ვიდეორეფერის ასისტენტი) ასრულებდნენ.
„მლადას“ და „პაკშის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა. კიკაჩეიშვილმა ყვითელი ბარათი ოთხჯერ გამოიყენა, შეხვედრის ბოლოს კი უნგრელების მოთამაშე გააძევა.