პირველად ისტორიაში – ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაგეგმილ სიახლეზე გამოაცხადა #1TVSPORT

20:29, 17.04.2026

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად, გაიმართება მუსიკალური შოუ ფინალური მატჩის შესვენებისას. ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა 19 ივლისს, ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფის“ სტადიონზეა დაგეგმილი.

„პირველად ისტორიაში, ჩვენ გვექნება შოუ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენებაზე. ჯერჯერობით დეტალების გამხელა არ შემიძლია, მაგრამ არტისტების რაოდენობა ერთზე მეტი იქნება. ეს უნდა იყოს დედამიწაზე ყველაზე მასშტაბური შოუ – ფანტასტიკური“, – განაცხადა ინფანტინომ.

მსგავსი